Thursday, September 15, 2011

სასწავლო პროექტი

პროექტის  სახელწოდება:    სამცხე–ჯავახეთი
პროექტის  მოკლე აღწერა:    მოსწავლეები სწავლობენ  სამცხე–ჯავახეთის ისტორიას  და კულტურას, აწყობენ სასწავლო ექსკურსიას, ეცნობიან ღირსშესანიშნაობებს
პროექტის სრული აღწერა:    მოსწავლეები შეისწავლიან საქართველოს ერთ–ერთი ულამაზესი კუთხის სამცხე–ჯავახეთის ისტორიას, მოიპოვებენ ამ მხარის შესახებ ლეგენდებს, მითებს,თქმულებეს, იკვლევენ დემოგრაფიულ მონაცემებს დაადარებენ სხვა კუთხეებს. დაწვრილებით გაეცნობიან ადმინისტრაციულ–ტერიტორიულ ერთეულებს. მოსწავლეები ადგენენ სამცხე–ჯავახეთის როლს საქართველოს ეკონომიკაში. მოიძიებენ მასალებს ლიტერატურიდან, ხელოვნებიდან, ფოლკლორიდან.  პროექტზე მუშაობისას მოახდენენ სხვადასხვა კვლევა–ძიებას, მოაწყობენ ექსკურსიას ამ მხარეში სხვადასხვა ისტორიულ ძეგლებს მოინახულებენ, გადაიღებენ  ფოტო–სურათებს, ვიდეო მასალას, შექმნიან ნახატებს, გააკეთებენ  ჩანაწერებს, ესეებს... ეს პროექტი ამოქმედდება 2012 წლის იანვრიდან და მონაწილეობას მიიღებენ მოსწავლეები და მასწავლებლები.
მონაწილეთა ასაკი/კლასები:     12–15/მე–6–ე  მე–9–ე.
ვადები/ხანგრძლივობა:               2012 . 01–2012. 06.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:         სამცხე–ჯავახეთის ისტორიის, კულტურის, ტრადიციების, სამკურნალო კურორტების, გეოგრაფიული მდებარეობის შესახებ ინფორმაციის მოძიება, სლაიდების მომზადება, საკუთარი ნახატების, ფოტოების გამოფენა პოეზიის საღამოს მოწყობა
მოსალოდნელი შედეგები:          შეიქმნება ბლოგი ამ პროექტის შესახებ, ვებ გალერეა, სადაც განთავსდება მოსწავკეთა  ნამუშევრები
სამუშაო ენა:       ქართული
საგნებთან/საგგნობრივ ჯგუფებთან კავშირი:        ამ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას შემდეგ საგნებში:             ისტორია, გეოგრაფია, ხელოვნება, ლიტერატურა, ეკონომიკა.
პროექტის ავტორის სახელი:        მარინა შავაძე
ელფოსტა/ტელ:     marinashavadze@gmail.com

No comments:

Post a Comment